


პოლიტიკური პროპაგანდა და „ოჯახის სიწმინდის“ დღე

2005 წლიდან მთელ მსოფლიოში 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ (IDAHOT) არის გამოცხადებული. ამ დღეს სიმბოლური დატვირთვა აქვს - სწორედ 17 მაისს, 1990 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო. ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ქვიარ თემისადმი ცნობადობის გასაზრდელად გამოდიან.
2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილი აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა ძალადობრივად დაარბიეს. აღნიშნული დანაშაული არასამთავრავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს; „2013 წლის 17 მაისი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ჩვენს სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაში. ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (აიდაჰო) დაკავშირებით დაგეგმილი აქციის საწინააღმდეგოდ, სასულიერო პირებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კონტრდემონსტრაციამ მასშტაბური ძალადობის სახე მიიღო.


ადამიანის უფლებათა ეროპულმა სასამართლომ გამოვლენილი ძალადობის გამო 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს ხელისუფლებას. გადაწყვეტილებაში მკაფიოდ არის გამოხატული „ქართული ოცნების“ როლი და განწყობები.
სასამართლომ დაადგინა, რომ (საქართველოს ხელისუფლებამ) არ გაატარა ზომები ბრბოსაგან ლგბტ დემონსტრანტების დასაცავად, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებული იყო ამ მოვლენასთან დაკავშირებით არსებული საფრთხის შესახებ. ამას გარდა, არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ, დამოუკიდებელი ჟურნალისტების ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ხელის არშეშლას ძალადობის აქტების მიმართ “, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში
განვითარებული მოვლენების შემდეგ, 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. 2024 წლიდან კი ოფიცილაურ უქმე დღედ აღინიშნება. ამავე წელს „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შეიმუშავა , რომელმაც შეზღუდა ლგბტ თემის უფლებები და თავისუფლება შეზღუდა .
ხელისუფლებამ გამოიყენა ნაცადი ავტორიტარული ტექნიკა, დახვეწეს ძალაუფლების ლეგიტიმაციის გზები, მოახდინეს საზოგადოების პოლარიზაცია, სადაც არსებობენ "პატრიოტები"- (ტრადიციული ღირებულებების დამცველები) და "უცხო ძალების აგენტები" (დასავლური ფასეულობების მხარდამჭერები).
საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადებით, 2024 წელს პარლამენტმა სიძულვილის, დისკრიმინაციისა და ჩაგვრის დაკანონებას დაუჭირა მხარი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიღებით. ეს კარგად განსაზღვრული პროპაგანდის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაციისთვის გამოიყენეს.
ჰომოფობიური განწყობების გაძლიერება

საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებმა აღნიშნეს:
„ქართული ოცნება” მესამე მოსმენით იღებს კანონების პაკეტს, რომლის მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა".
“ოჯახის სიწმინდის დღე” როგორც სიძულვილის სიმბოლო
პროპაგანდას მაქსიმალურად დამაჯერებელი სახე უნდა ქონდეს, პროპაგანდა განწირულია წარუმტებლობისთვის ,თუკი გარეგნულად ჩანს, რომ პროპაგანდაა.“
( მაცაბერიძე, 2013)
"არა ომს" - ნარატივი, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის ალტერნატივად წარმოჩინდა, ქმნის შიშს, რომ დასავლური ორიენტაცია გარდაუვლად კონფლიქტთან ასოცირდება. ეს აძლიერებს "მცდარი დიქოტომიის" – (False Dichotomy) ფენომენს, პროპაგანდის ეს ხერხი იყენებს ორ ურთიერთგამომრიცხავი ვარიანტის წარმოდგენას, ამ შემთხვევაში ქრება კრიტიკული ანალიზის საშუალება და ყალიბდება შავ-თეთრი აზროვნება. „ოჯახის სიწმინდის“ დღესთან დაკავშირებული პროპაგანდისტული ნარატივი გულისხმობს, რომ ან „ტრადიციული ოჯახური, ქართული ღირებულებების დამცველი ხარ“, ან „საქართველოს კულტურისა და რელიგიის მტერი“.
ოჯახის, როგორც ღირებულების დაპირისპირება დასავლეთთან ყველაზე ნათლად სწორედ 17 მაისს ჩანს ხოლმე. ოჯახის სიწმინდის დღის მარშებსა და გამოსვლებზე ხშირად ჟღერდება მსგავსი მესიჯები სასულიერო პირების და პოლიტიკოსების მიერ. „რუსული კანონის“ მხარდამჭერებად ღიად გვევლინებიან მაღალი თანამდებობის სასულიერო პირებიც, რომლებიც ამ დღეს გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობენ.
ოჯახის სიწმინდის დღის მარშებზე გაკეთებულ განცხადებებში იკვეთება „მტრის ხატის“ სურათი, რომელიც საზოგადოებას არწმუნებს არსებული ხელისუფლების სიმართლესა და აუცილებლობაში, გატარდეს მათ მიერ შემუშავებული ქვეყნის პოლიტიკური კურსი ტრადიციებისა და ეროვნულობის დაცვის მიზნით. აღნიშნულ ნარატივს შეცდომაში შეყჰყავს მოსახლეობა, რაც ქმნის შიშს ევროკავშირისა და დასავლეთის მიმართ.
ამ დეზინფორმაციის საპასუხოდ არსებობს ქვეყნების მაგალითები, რომლებმაც თავად აირჩიეს ტრადიციული ქორწინებისა და გენდერის ნორმები ევროკავშირში ყოფნისა და გაწევრიანების მიუხედავად.
მკვლევარ დავით ქუტიძის შეფასებით, საზოგადოების მანიპულაცია, თითქოს ევროპა და დასავლეთი ლგბტ თემის პროპაგანდას ახვევს თავს, წმინდად რუსული და ავტორიტარული დეზინფორმაციის მაგალითია. ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ამის მაგალითიც გვაქვს ხორვატია.
ხორვატია
როდესაც ხორვატია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ემზადებოდა, ქვეყანაში მწვავე დისკუსია მიმდინარეობდა ოჯახის ტრდაციულ ღირებულებებზე. ბევრი კონსერვატორი და რელიგიური ჯგუფი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის წევრობა საფრთხეს შეუქმნიდა მათ ტრადიციებს და შესაძლოა, ერთსქესიანთა ქორწინებაც კი დაეკანონებინათ. ამ შიშების საპასუხოდ, 2013 წელს ხორვატიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას. ამ ცვლილების თანახმად, ქორწინება განისაზღვრა, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი. საყურადღებოა, რომ ეს ცვლილება არ გამხდარა ევროკავშირში გაწევრიანების შემაფერხებელი ფაქტორი. ევროკავშირში ინდივიდუალურ ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება, საკუთარი კონსტიტუციით დაარეგულირონ ქორწინების საკითხი. ევროკავშირი წევრი სახელმწიფოების განსხვავებულ კულტურულ და სოციალურ ნორმებს აღიარებს. ადამიანების უფლებების შელახვა და მედია თავისუფლების ჩახშობა უარყოფილია დასავლური ცივილიზაციის მიერ, ეს კარგად გამოიხატა ევროკავშირის მიერ მოცემულ შესასრულებელ პუნქტებშიც. საქართველოში არსებული ნარატივი კი ზუსტად იმეორებს რუსეთის ხედვას დასავლეთის მიმართ და „ოჯახის სიწმინდის“ დღეც რელიგიურ დღესასწაულზე მეტად პოლიტიკური მანიპულაციის ხერხია.
ჩვენ-ისინი რიტორიკა
მკვლევარ კლინტ კარლის მიხედვით, როდესაც ჯგუფებს შორის განსხვავებულობის, უნდობლობისა და შეურაცყოფის ფატქები ვლინდება, რათა გაირიყოს ერთი ჯგუფი „სხვად ქცევის“- (Othering) ფენომენთან გვაქვს საქმე. ჩვენ-ისინი რიტორიკა სოციალური იდენტობის თეორიის პრაქტიკული გამოვლინებაა, სადაც პროპაგანდისტები მიზანმიმართულად აძლიერებენ „შიდა“ – (ჩვენ) ჯგუფის მნიშვნელობას და ხშირად იგონებენ ან აზვიადებენ „გარე“ - (ისინი) ჯგუფის უარყოფით თვისებებს, რათა მხარდამჭერის ლოიალურობა გააძლიერონ. აღნიშნული „სხვად ქცევის“ (Othering) პროცესი ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს
ჯგუფის დაყოფა აღქმული განსხვავებების საფუძველზე, როგორიცაა ეთნიკურობა, კანის ფერი, რელიგია, გენდერი ან სექსუალური ორიენტაცია.
Simone Woods
განსხვავებული ჯგუფის არასრულფასოვნად მიჩნევა, „ჩვენ და ისინი“ მენტალიტეტის გამოყენა მათ გასაყირად.
Nicole Yang
ამ კონცეფციით, დღეს, 17 მაისი თბილისის ქუჩებს ორად ყოფს ეს „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ ხელოვნურ დაპირისპირებას ასახავს. ერთი მხრივ, ტარდება მასშტაბური მსვლელობები, რომლებშიც სასულიერო პირები, სამთავრობო მოხელეები და მათ მიერ მობილიზებული ათასობით ადამიანი მონაწილეობს, მეორე მხრივ, ქალაქის სხვა ნაწილში იმართება გაცილებით მცირერიცხოვანი, მაგრამ ხშირად ძალადობისა და შეურაცყოფის სამიზნე ალტერნატიული აქციები, რომლებიც ლგბტ+ უფლებების დასაცავად და დისკრიმინაციის გასაპროტესტებლად ტარდება.

